2026 წლის 20 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში“, რომელსაც უძღვებოდა ეკონომიკის დოქტორი, გრუნის პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი.
ტრენინგი მიზნად ისახავდა აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემის შესახებ, მათ ადაპტირებას თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებთან.
თენგიზ თაქთაქიშვილმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო: განსახილველ თემასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტები, პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირებისა და შეფასების ეტაპები, კურიკულუმის რუკის აგება და ანალიზი, პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება და პროგრამის გასაუმჯობესებლად მისი გამოყენება.
ტრენინგზე, ასევე, განიხილეს: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის მნიშვნელობა, ემოციური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობები, პრობლემასა და დავალებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები, პროფესორ-მასწავლებელთა კომპეტენციები, სტუდენტის პროგრესის გაზომვის მეთოდები და სხვა საკითხები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა 50-მდე აკადემიური და მოწვეული პერსონალი, მათ შორის, ბათუმის წარმომადგენლობიდან, ონლაინფორმით.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა