საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორი მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საპატიო დოქტორის ჰანს იორკ ალბრეჰტის საჯარო ლექცია თემაზე: „რადიკალური ტერორიზმის თანამედროვე სახე“. ლექციას, სტუდენტების გარდა, აკადემიური პერსონალიც ესწრებოდა.
პროფესორმა ალბრეჰტმა მსმენელებს გააცნო ტერორისტული ორგანიზაციების ბრძოლის მეთოდები, მათ შორის, ახალგაზრდების გადაბირების გამოცდილება. აუდიტორიამ, სტუ-მართან ერთად, განიხილა და კრიტიკულად შეაფასა ის სამართლებრივი სტრატეგია, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დაუპირისპირა ამ მეთოდებს.
ბატონმა ალბრეჰტმა კმაყოფილება გამოთქვა სტუდენტთა მიერ გამოთქმული ყურადსაღები იდეების გამო.