ახალი სტიპენდია ერაზმუსის პროექტის ფარგლებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალი სტიპენდია ერაზმუსის პროექტის ფარგლებში

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა გიორგი ხუროშვილმა მოიპოვა ახალი ერთწლიანი სტიპენდია ერაზმუსის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი გააგრძელებს მუშაობას თავის სადოქტორო ნაშრომზე („იერუსალიმი და ათენი როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის პარადიგმა“) ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში (ქ. პოზნანი, პოლონეთი).