ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტსა და ცნობილ გერმანულ გამომცემლობა „ლოგოსს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის შედეგად დაფუძნდა ახალი საერთაშორისო სამეცნიერო სერია „ფილოსოფია და სოციალური თეორია“ // „Philosophie und Sozialtheorie (PhSt)“. სერიის დამფუძნებლები და რედაქტორ-გამომცემლები არიან: პროფ. თენგიზ ირემაძე (თბილისი), პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი (ბოხუმი/ლიუნებურგი), პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელი/თბილისი). სერიის სარედაქციო საბჭოს წევრები და რედაქტორები არიან ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები: ფილოსოფიის დოქტორი გიორგი თავაძე (თბილისი), ასისტენტი გიორგი ხუროშვილი (თბილისი) და გიორგი გიგაური (თბილისი/პორტ-მორსბი). სერიის სამეცნიერო საბჭოში კი შედიან ცნობილი დასავლელი ფილოსოფოსები და სოციალური თეორიის წარმომადგენლები: აქსელ ჰონეტი, ფერდინანდ ფელმანი, ქრისტოფ იამე, გურამ თევზაძე და ბურკჰარდ მოიზიში.
წინამდებარე სერიის ფარგლებში უკვე გამოიცა პირველი ტომი სათაურით „გავიგოთ სიცოცხლე“. მასში განხილულია სიცოცხლისა და ისტორიის ურთიერთმიმართების საკითხები როგორც დასავლური, ასევე, აღმოსავლური აზროვნების პერსპექტივებიდან. კრებულში შესულია სტატიები ინგლისურ და გერმანულ ენებზე. კრებულის ავტორები არიან ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები (თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, გიორგი თავაძე, გიორგი ხუროშვილი) და ცნობილი ევროპელი ფილოსოფოსები (ფერდინანდ ფელმანი, ქრისტოფ იამე, უდო რაინჰოლდ იეკი, გუდრუნ კიუნე-ბერტრამი, ჰანს ულრიხ ლესინგი, ჰელმუტ შნაიდერი).
ინფორმაცია ტომის შესახებ გამომცემლობის ვებ-გვერდზე
http://www.logos-verlag.de/cgi-bin/engbuchmid?isbn=3704&lng=deu&id
ტომის სარეკლამო ფლაერი
„ფილოსოფია და სოციალური თეორია“, ტ. 1 - „გავიგოთ სიცოცხლე“ - სარჩევი და რედაქტორების წინასიტყვაობა