გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე საქმიანობას განაგრძობს იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაარსდა (დამფუძნებლები: სერგი გორგაძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ რობაქიძე და იოსებ ყიფშიძე). საზოგადოება აღდგა 2010 წლის 13 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 2013 წლის 26 მაისიდან საზოგადოება საქმიანობას განაგრძობს ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. საზოგადოების მიზანია საქართველოში ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. საზოგადოება მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთის ფილოსოფიურ საზოგადოებებთან.