2012 წლის 10-14 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ირემაძემ მონაწილეობა მიიღო კიოლნის უნივერსიტეტის თომას ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში სახელწოდებით „კანონი“. პროფესორმა ირემაძემ ამ კონფერენციაზე წაიკითხა პლენარული მოხსენება თემაზე: „პლატონის პრაქტიკული ფილოსოფიის ქრისტიანული რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შესახებ შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში“.