ინტერაქტიური სემინარები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინტერაქტიური სემინარები


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის I და III დონის სტუდენტებისთვის 28 და 29 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ტრენერი-კონსულტანტის ქრისტინე კანდელაკის მიერ ჩატარდა ინტერაქტიური სემინარები. 28 სექტემბერს ჩატარებული სემინარის თემა იყო სოციალური გავლენები. სოციალური გავლენების შესახებ არსებულ მეცნიერულ მიგნებებსა და კვლევებს მრავალი ორგანიზაცია წარმატებით იყენებს. სემინარზე განხილული იყო ფსიქოლოგიური გავლენის პრინციპების გამოყენება ბიზნესში, გავლენებთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები და სხვა.

 

29 სექტემბერს ჩატარებული სემინარი ეხებოდა სამუშაოს მოძიების უნარებს. სემინარზე განხილული იყო ეფექტური CV შედგენა, სამსახურის მოძიებისა და კარიერული განვითარების საკუთარი სტრატეგია და სხვა.