რელიგიის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის სამუშაო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რელიგიის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის სამუშაო


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული, რელიგიის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ეგიდით, მ/წ. 7 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო მიმართულებას, რომლის კვლევის მიზანს კონსტიტუციური შეთანხმება წარმოადგენს, კოორდინაციას უწევს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, კერძოდ კი საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი პროფესორი ანა ფირცხალაშვილი. აღნიშნული კვლევითი მიმართულების პირველ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამუშაო ჯგუფის წევრები: ფრიდონ დიასამიძე, ნინო ნიშნიანიძე, მამუკა შენგელია, მიხეილ გაბუნია, დავით ლობჟანიძე, ვაჟა ქარუხნიშვილი.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.