საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,იურიდიული მეცნიერებებისა და განათლების თანამედროვე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,იურიდიული მეცნიერებებისა და განათლების თანამედროვე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილოსოფიის, სოცილოგიისა და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,იურიდიული მეცნიერებებისა და განათლების თანამედროვე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”.

 
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა პროფესორ გიორგი ღლონტის, ასოცირებულ პროფესორ ამირან მოსულიშვილისა და ასისტენტ-პროფესორ დავით მანაგაძის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფერენციაში. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილებდნენ იაპონიის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის მეცნიერ-მკვლევარები. გაშუქებულ იქნა მრავალი აქტუალური საკითხი სამართალმცოდნეობის სფეროში, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, სახალხო დაცველი და აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე. აღნიშნულმა კონფერენციამ საფუძველი ჩაუყარა სამომავლო სამეცნიერო ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შორის. გარდა ამისა, მონაწილეები მიწვეულ იქნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ სასწავლო პროცესს და გასაუბრებოდნენ უნივერსტეტების ადმინისტრაციას.
 
მოხსენებები დაიბეჭდება აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის შრომათა კრებულში.
 
კონფერენცია დაფინანსდა აზერბაიჯანის მხარის მიერ.