„ტურიზმის, რეგიონული განვითარების და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა, პროფესორმა და ტურიზმის ექსპერტმა კობა არაბულმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: „ტურიზმის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“.
განხილული იყო ტურიზმის მდგრადი განვითარება, როგორც მომავლის პერსპექტივა, რომელიც ადგილობრივი საზოგადოების მიერ მართული უნდა იყოს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მიზნებისათვის.