სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივესიტეტს (გერმანია) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს, კონკურსში გამარჯვების შედეგად შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა გააგრძელონ აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. სწავლების პროცესი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. 2013 წლის 30 სექტემბერს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტდენტები მარიეტა კუპრავა და ანა დიასამიძე გაემგზავრნენ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში 3 თვით. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გერმანიაში დაგროვილი კრედიტები მათ ჩაეთვლებათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.