გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერის საგრანტო პროექტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერის საგრანტო პროექტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლამ 2013 წელს მონაწილეობა მიიღო და მეორედ გაიმარჯვა USAID-ის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) საგრანტო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა „მდგრადი ენერგეტიკის ეკონომიკური პოლიტიკა“ ახალი სალექციო კურსის დამუშავებას, ბიზნესის და მართვის სკოლაში მოქმედი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ენერგეტიკის მენეჯმენტის კონცენტრაციის გაძლიერებისათვის. „მდგრადი ენერგეტიკის ეკონომიკური პოლიტიკა“-ს სალექციო კურსის დამუშავებაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ექსპერტები.

 

საგრანტო პროექტი დასრულდა 2013 წლის სექტემბერში, გამოიცა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სალექციო კურსი, რომელიც უფასოდ გადაეცა, როგორც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.