გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტმა 2009 წელს გაიმარჯვა USAID-ის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის საგრანტო პროგრამაში უმაღლესი განათლების სფეროში.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ხორციელდება ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში “ენერგო მენეჯმენტის კონცენტრაციის“ მოდულის დანერგვა. პროექტი ითვალისწინებს ასევე ენერგო მენეჯმენტის სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების სასერტიფიკატო კურსებს.