იტვირთება...
საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსი სტუდენტებისთვის „მარეგულირებლის დილემა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსი სტუდენტებისთვის „მარეგულირებლის დილემა“

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის „მარეგულირებლის დილემა“.

 

კონკურსში მონაწილეობა სტუდენტებს, ერთი მხრივ, გააცნობს ცენტრალური ბანკის საქმიანობასა და შესძენს კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებას, მეორე მხრივ, კი გაზრდის მათ უპირატესობას დამსაქმებელთან.

 

  • კონკურსის ფარგლებში, სტუდენტური გუნდები იმუშავებენ ცენტრალური ბანკის დილემებზე და შეეცდებიან მათ ეფექტურად გადაჭრას;
  • სტუდენტები დაესწრებიან სპეციალურად კონკურსის მონაწილეებისთვის ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრას და გაეცნობიან ეროვნული ბანკის სამუშაო სპეციფიკასა და სხვადასხვა დეპარტამენტის ფუნქციებს;
  • კონკურსის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სოციალური ქსელების საშუალებით;
  • კონკურსის გამარჯვებულებისათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:

I ადგილი - 4 000 ლარი;

II ადგილი - 2 000 ლარი;

III ადგილი - 1 500 ლარი.

 

პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.

 

რეგისტრაცია დაიწყება 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დასრულდება 25 ოქტომბერს. მონაწილეები შეირჩევა სარეგისტრაციო სიის თანმიმდევრობით. სარეგისტრაციო ბმული გამოქვეყნდება ფინანსური განათლების ვებგვერდსა (www.finedu.gov.ge ) და ფეისბუკგვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge ).

 

 

კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება და სტუდენტებში დიდი დაინტერესებით გამოირჩევა.