სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი მასპინძლობს განათლებისა და სოციალური კვლევების მე-6 საერთაშორისო ევრაზიულ კონფერენციას (IECES 2026), რომელიც თურქეთში, 2026 წლის 23 - 25 ოქტომბერს, გაიმართება.
კონფერენცია განიხილავს თემას: „კლიმატის ცვლილება, განათლება და სოციალური ინოვაცია: მდგრადი და სამართლიანი მომავლის შექმნა“.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევს „აკადემიური სფეროს მკვლევართა ტრანსნაციონალური საზოგადოება“ და „ევრაზიის უნივერსიტეტების კავშირი“ (EURAS).
IECES 2026 გააერთიანებს ახალგაზრდა მკვლევრებს, წამყვან მეცნიერებს, დარგის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან.
მიმართულებები:
- ენა და ლინგვისტიკა;
- საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია;
- საკომუნიკაციო და მედიაკვლევები;
- სოციოლოგია და ფსიქოლოგია;
- სამართალი და ეკონომიკა;
- ბიზნესი და მენეჯმენტი;
- ჯანდაცვა და გარემოსდაცვითი კვლევები;
- ინტერდისციპლინური კვლევები.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://ieces.aydin.edu.tr/
საკონტაქტო ელფოსტა: unesco@aydin.edu.tr

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა