იტვირთება...
გამოსაცემად მზადდება გრუნის სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიური მაცნე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გამოსაცემად მზადდება გრუნის სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიური მაცნე“

გამოსაცემად მზადდება გრუნის სამეცნიერო ჟურნალი - „აკადემიური მაცნე“, 2026 წლის ნომერი. ჟურნალი განთავსებულია ერიჰ პლუსის (ERIH PLUS)-ის ბაზაში და ქვეყნდება წელიწადში ერთხელ, ონლაინ სახით.

 

უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან სტატიებს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვლევი ობიექტისადმი ინტერდისციპლინურ მიდგომას, მეცნიერების ახალი დარგების წარმოჩენას, უახლესი სტატისტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სტატიაზე მუშაობის პროცესში უცხოელი მეცნიერების მონაწილეობას.

 

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

 

ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკასა და ნაშრომის გამოქვეყნების მოთხოვნებს, გამოსაქვეყნებლად არ განიხილება.

 

შენიშვნა: დოქტორანტებს სტატიების გამოქვეყნება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევრებთან თანაავტორობით.

 

სექციები - სამეცნიერო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედიცინა და სხვ.

 

„აკადემიური მაცნეს“ სარედაქციო მოთხოვნები იხილეთ ბმულზე:

https://gruni.edu.ge/other_content/index/736/1445595987

 

დამატებითი ინფორმაცია:

https://gruni.edu.ge/other_content/index/733/1445595987