საჯარო ონლაინლექცია ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ონლაინლექცია ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში რამდენიმე თვეა ატარებს საჯარო ონლაინლექციების ციკლს სტუდენტებისათვის. ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან და განსახილველი თემა დღევანდელობის აქტუალურ საკითხებს უკავშირდება.

 

სამართლისა და მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის გამართული საჯარო ლექციების შემდეგ, აპრილში პროფესორებმა ლიანა ქართველიშვილმა და ნინო კეზევაძემ ტურიზმის მიმართულების სტუდენტებთან ერთად განიხილეს გარემო პირობების ზეგავლენა ეკონომიკის სხვადასხვა დარგსა და კონკრეტულ პროექტებზე.

 

მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს: კლიმატის გლობალური და რეგიონული ცვლილების თანამედროვე ტენდენციების, კლიმატური პარამეტრების განაწილებათა თავისებურებების, გარემოსდაცვით პროცესებში საზოგადოების როლის, ბუნებათსარგებლობის, ბუნებაზე ტურიზმის ზეგავლენის, ნამუხვანთან, დარიალის ხეობასთან, შუახევჰესთან და ლისის ქედთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

 

ლექციის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

 

ლექციების ციკლი სხვა პროგრამების სტუდენტებისთვისაც გაგრძელდება.

 

ლექციის ბმული: https://drive.google.com/file/d/1gnvdIRGA6yOGZIIfJXIE05-fmBGyiIXl/view