საჯარო ლექცია მედიცინის სკოლის სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია მედიცინის სკოლის სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად მედიცინის სკოლის სტუდენტებს სთავაზობს ონლაინ დისკუსიას: „21-ე საუკუნის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მისი მართვის პოლიტიკა“.

 

დისკუსია გაიმართება 2021 წლის 19 მარტს, 13:00 საათზე და მას გაუძღვება მედიცინის დოქტორი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

 

გიორგი ფხაკაძე - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PHD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველია.

 

შეხვედრის ორგანიზატორია გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი. და მედიცინის სკოლა.