საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გთავაზობთ მონაწილეობას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გთავაზობთ მონაწილეობას

2021 წლის 27 თებერვალს სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი „ELGER“-ი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ატარებენ XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას “Science during the age of globalization”.

 

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

 

ფიზიკა - მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნიკური მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, ისტორია, ეკონომიკური მეცნიერებები, ფილოსოფია, ფილოლოგია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი, კულტუროლოგია, ჟურნალისტიკა.

 

კონფერენცია გაიმართება: 2021 წლის 27 თებერვალს;

 

განცხადების მიღების ბოლო ვადა - 2021 წლის 15 თებერვალი;

 

სტატიის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა - 2021 წლის 20 თებერვალი;

 

სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული, რუსული, თურქმენული ენები;

 

ჩატარების ადგილი - თბილისი;

 

ჩატარების ფორმა - ელექტრონული ფორმატი.

 

თითოეული მონაწილე მიიღებს საერთაშორისო, ინგლისურენოვან სერტიფიკატს.

 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე: elger-etm.com და ბეჭდური კრებულის სახით. ზოგადი მონაცემები გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე, ხოლო ინფორმაცია ავტორის შესახებ და სამეცნიერო სტატიები შესაბამის ენაზე. კრებულს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ნომერი (ISBN).

 

 

სარეგისტრაციო საფასური 250 თურქული ლირა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და დოქტორანტების მონაწილეობას აფინანსებს უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elger.conf@mail.ru;

 ტელ: +994 70 979 79 37 (WhatsApp); +90 536 880 00 23 (WhatsApp)