გაიცანით კონკურსის გამარჯვებულები!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გაიცანით კონკურსის გამარჯვებულები!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დაასრულა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებისათვის გამოცხადებული კონკურსი: „ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ხელშეუვალი ღირებულება!“

 

კონკურსის მიზანი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი მოქალაქეობრივი პოზიციის გაცნობა და წახალისება.

 

კონკუსში მონაწილეობდნენ თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები.

 

კონკურსის მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ესე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ადამიანის, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვას, არსებულ რეალობასა და ამ სფეროში ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა;

 

საკონკურსო პრიზები:

I ადგილი - 40%-იანი სასწავლო გრანტი;

II ადგილი - 30%-იანი სასწავლო გრანტი;

III ადგილი - 20%-იანი სასწავლო გრანტი;

 

მოსწავლეების ნაშრომები შეაფასა საკონკურსო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ:

  • გიორგი მირიანაშვილი, სამართლის დოქტორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი;
  • დიანა ტყებუჩავა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • მერი ლომია, ფილოლოგიის დოქტორი, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი;

 

ნაშრომები შეფასდა ავტორების მიერ წარმოდგენილი ანალიზის, მსჯელობის, ტექსტის ენისა და სტილის გათვალისწინებით.

 

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად ცნო:

I ადგილი - მარიამ შელია, თბილისის №171 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;

II ადგილი - სოფი ხუციშვილი, თბილისის №151 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი;

III ადგილი - რეზო ბარბაქაძე, თბილისის კომაროვის №199 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;

 

გთავაზობთ სამივე გამარჯვებულ ნაშრომს:

მარიამ შელია

სოფი ხუციშვილი

რეზო ბარბაქაძე

 

უნივერსიტეტი ულოცავს კონკურსში გამარჯვებულებს ამ წარმატებას!