ყურადღება!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ყურადღება!

საქართველოში იწყება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტი, რომელიც გულისხმობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ვებსტერის უნივერსტეტის (აშშ) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და კურსდამთავრებულებისთვის ამ უნივერსტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭებას ფსიქოლოგიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, საჯარო მმართველობასა და პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, რომ სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით MBA აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

 

ამასთან დაკავშირებით, ვებსტერის უნივერსტეტის ათენის წარმომადგენლობის რექტორი ვასილის ბოტოპულოსი და ვიცე-რექტორი სუზი მიქაილიდისი სპეციალური ვიზიტით ჩამოდიან საქართველოში, რომლებიც უშუალოდ შეხვდებიან სტუდენტებს/დაინტერესებულ პირებს, გააცნობენ ამ პროექტის დეტალებს და, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზებას გაუწევენ სტუდენტთა ჩართვას პროგრამის განხორციელებაში.

 

შეხვედრა გაიმართება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 109-ე აუდიტორიაში, მ/წ 15 იანვარს 16:00, 16 იანვარს, 14:00.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე, international@gruni.edu.ge