ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი უნივერსიტეტში


2019 წლის 14 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი.

 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

ფორუმის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ორგანიზაციის - საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, ხელმძღვანელმა ნინო ლიპარტიამ; უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ბაღიშვილმა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სადაზღვევო კომპანია „არდის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამართლის სპეციალისტებისათვის ამგვარი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

 

ფორუმმა, რომელიც სამ სესიად მუშაობდა, განიხილა ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები:

  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავების განხილვის თავისებურება;
  • სამშენებლო დავების წარმოებისა და განხილვის სპეციფიკა, სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ დავათა განხილვა;
  • უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები;
  • სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემატიკა;
  • ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხები ზიანის ანაზღაურებისას.

 

თითოეული შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და ემსჯელათ მათთვის საინტერესო ადმინისტრაციული სამართლის საკითხების შესახებ.

 

სესიებს უძღვებოდნენ თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართველოს უზენესი სასამართლოს მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი, თამარ ოქროპირიძე, მერი გულუაშვილი, ნინო ყანჩაველი, ქეთევან ცინცაძე და მოწვეული ექსპერტი ეკატერინე ახალკაცი.

 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები და საჯარო მოხელეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ადმინისტრაციული სამართლის საკითხებით, აგრეთვე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 

ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია - არდი დაზღვევა.