აიბი “მთიები“ სტუმრად უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აიბი “მთიები“ სტუმრად უნივერსიტეტში


7 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პარტნიორი სკოლის აიბი „მთიების“ უფროსკლასელები და პედაგოგები სტუმრობდნენ.

 

უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე მიესალმა მოსწავლეებს და მოკლედ ესაუბრა მათ სწავლა-სწავლების პროცესისა და უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ.

 

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ბიზნესისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სასწავლო პროგრამები, აგრეთვე, ის პროექტები და აქტივობები, რომლითაც უნივერსიტეტის თითოეული სკოლა გამოირჩევა.

 

წარჩინებულმა სტუდენტებმა კი მოსწავლეებს გაუზიარეს გაცვლითი პროგრამებისა და ევროპაში სასწავლო-პრაქტიკული ტურების დროს მიღებული გამოცდილება.

 

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობა გრძელდება.