საშობაო სკოლა წარმატებით დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საშობაო სკოლა წარმატებით დასრულდა


საშობაო სკოლა დასრულდა.

 

საინტერესო, შემეცნებითი, მრავალფეროვანი - ასე დაახასიათეს პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა საშობაო სკოლის ფარგლებში გამართული ტრენინგები.

 

ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ ბავშვთა უფლებებს, საზოგადოებაში მიღებული ეტიკეტის წესებს, საუბრობდნენ ლოგიკური აზროვნების პრინციპების, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, არაფორმალური განათლების, გარემოს დაცვისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.

 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს დავით სონღულაშვილის რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის თაობაზე.

 

საშობაო სკოლა შეაჯამა უნივერისტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და აქტიური მონაწილეობისათვის მის ყველა მონაწილეს სასწავლო ვაუჩერი გადასცა.

 

დასასრულს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.

 

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს თბილი მიღების, შექმნილი სასიამოვნო გარემოსა და საინტერესო პროექტისათვის.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge