შპს „ ნიკორა“ უნივერსიტეტს ეწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შპს „ ნიკორა“ უნივერსიტეტს ეწვია


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შპს „ნიკორას“ წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

კომპანიის კონსულტანტებმა სტუდენტებს გააცნეს დღეისათვის არსებული ვაკანსიები და ის შეღავათები, რომლებსაც „ნიკორა“ მათთვის აწესებს.

 

„ნიკორაში“ დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა კომპანიის წარმომადგენლებთან შესაბამისი განაცხადი გააკეთეს და თავიანთი პირადი მონაცემებიც დატოვეს.

 

გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტი კომპანიასთან 2010 წლიდან თანამშრომლობს.

 

„ნიკორა სუპერმარკეტი“ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოს მასშტაბით. ასევე, მაღალია მათთან დასაქმებულთა კოეფიციენტი, რომელმაც, ბოლო მონაცემებით, 5000-ს გადააჭარბა.

 

 

საკონტაქტო პირი: მარიამ წიკლაური - m.tsiklauri@gruni.edu.ge