თამარ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ვურცბურგის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თამარ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ვურცბურგის უნივერსიტეტში


მიმდინარე წლის 1-9 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ დოლიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტში. ვიზიტი ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ დაიგეგმა.

 

თამარ დოლიძემ სპეციალიზებული ინგლისურის პროგრამის ხელმძღვანელთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად განიხილა სამართლებრივი ინგლისური ენის სწავლების საკითხები, გაეცნო ამ მიმართულებით პარტნიორ უნივერსიტეტში არსებულ გამოცდილებას, სასწავლო-მეთოდოლოგიურ რესურსებს და ერთობლივი სამომავლო საქმიანობის გაღრმავების შესახებაც შეთანხმდა კოლეგებთან.

 

ამავე დროს, მიწვეულმა პროფესორმა სამართლებრივი ინგლისურის მაგალითზე ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: “საგაზეთო სტატიების გამოყენების ეფექტური საშუალებები ინგლისურის, როგორც მეორე უცხო ენის, შესწავლის პროცესში”.

 

თამარ დოლიძე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ეკჰარდ პახესაც შეხვდა. ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური, კვლევითი და მეთოდოლოგიური აქტივობების მხარდაჭერის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე - t.tavkhelidze@gruni.edu.ge