სტუმრად - სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუმრად - სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები


ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით უნივერსიტეტის ახლად გახსნილი, კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს.

 

22 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრებს მასპინძლობდა ბიზნესისა და მართვის სკოლა, სტუდენტი გიორგი ნიორაძე.

 

უნივერსიტეტის დათვალიერებისა და მისი სასწავლო გარემოს გაცნობის შემდგომ გაიმართა ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.

 

მატჩი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით - 9:6 , დასრულდა.

 

 გილოცავთ გამარჯვებას!

 

 

საკონტაქტო პირი: გიორგი ნიორაძე - g.nioradze@gruni.edu.ge