უნივერსიტეტი პირველ დემოგრაფიულ ფორუმს შეუერთდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტი პირველ დემოგრაფიულ ფორუმს შეუერთდა


საქართველოს პირველ დემოგრაფიულ ფორუმს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიც შეუერთდა.

 

საერთო სახალხო მოძრაობაში უკვე გაწევრიანდა 12 უნივერსიტეტის, სხვადასხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. საზოგადოებრიობის გაერთიანების მიზანია საქართველოში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება და ამ მიზნით ახალგაზრდების ხელშეწყობა.

 

14-16 დეკემბერს საქართველოს პირველი დემოგრაფიული ფორუმის კვირეულის ფარგლებში გაიმართა მონაწილეების შეხვედრა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დამფუძნებლებმა დიმიტრი ხუნდაძემ და თამარ ჩიბურდანიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მოსახლეობის კლების სავალალო შედეგები, წლიდან წლამდე ამ მიმართულებით შექმნილი ვითარება და მდგომარეობის გამოსასწორებლად თითოეული ორგანიზაციისა თუ ხელისუფლების ვალდებულებებზეც ისაუბრეს.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ სოფიო თავბერიძე და მერი ლომია, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საზოგადოებრივ მოძრაობაში უნივერსიტეტის ჩართვის მზადყოფნა და ფორუმის მონაწილეებს გააცნეს სტუდენტთა ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამა, რომლებიც მათ უნივერსიტეტში ხორციელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: მ. ლომია, ს.თავბერიძე