შეხვედრა ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილთან

უნივერსიტეტში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების გარდა სტუდენტებისათვის ტრადიციულად იმართება შეხვედრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან, პრაქტიკოს ჟურნალისტებთან და ა. შ. ამგვარი შეხვედრების მიზანია თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს დღევანდელი ბაზრის მოთხოვნებს.

 

პედაგოგ ელისო ჩაფიძის ინიციატივით, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებს ესტუმრა საერთაშორისო ორგანიზაცია IREX- ის წარმომადგენელი, ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი. მან ახალგაზრდებს გააცნო საერთაშორისო და ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესები და დღეს არსებული გამოწვევები, ესაუბრა ახალი მედიის შესახებ და უპასუხა მათ შეკითხვებს.

 

შეხვედრაზე განხილულმა საკითხებმა სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

 

საკონტაქტო პირი: ხათუნა კაჭარავა 599159334