20 სტუდენტიდან 4 ალმა მატერელია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


20 სტუდენტიდან 4 ალმა მატერელია


ლიტვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სტუდენტთა მობილობის შესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩა ოთხი სტუდენტი, რომლებსაც უმასპინძლებს ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი და ვილნიუსის კლაიპედის უნივერსიტეტი.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით შესარჩევი იყო 20 სტუდენტი. აქედან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა მოიპოვა ლიტვის სახელმწიფო სტიპენდია.

 

ეს სტუდენტებია:

 

ჯუმბერ ბერიძიშვილი - სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

თეკლე ორთოიძე - სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

ქეთი ხელაძე - ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

თამარ ნავროზაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

 

აღნიშნული სტუდენტები, მ/წ 1 სექტემბრიდან, ერთი სემესტრის განმავლობაში, ისწავლიან ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტში, დააგროვებენ კრედიტებს და შეიძენენ ახალ გამოცდილებას.

 

პროექტი ფინანსდება ლიტვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდის მიერ. მხოლოდ მგზავრობის ღირებულება იფარება სტუდენტის მიერ.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე; n.kemertelidze@gruni.edu.ge 577538626