სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია


მედიცინის სკოლის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ უნივერიტეტთაშორის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ ჩვენი უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტები: ქეთი ჩხაიძე, თინა ლომიშვილი, ია შანიძე, თამარ წითლიძე, ია ალექსიშვილი, ნინო მაჭუტაძე და ნიკოლოზ ნათელაშვილი.

 

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს პროფესორებმა მარინა შაქარაშვილმა (კონფერენციის ორგანიზატორი), ნოდარ ჭიჭინაძემ, მარინე კალანდარიშვილმა, მანია არაბულმა და სხვ.

 

გამომსვლელებს გადაეცათ შესაბამის სერთიფიკატები.

 

 

საკონტაქტო პირი: მანია არაბული; maia.arabuli@gmail.com