სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია


3 ოქტომბერს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და მართვის სკოლის მე-3 და მე-4 საფეხურის სტუდენტებისათვის შედგა შეხვედრა ინოვაციური ტექნოლოგიების მარკეტინგულ კომპანია “ჯეოქარდის” წარმომადგენლებთან.

 

აღნიშნული პროგრამა, ითვალისწინებს სტუდენტების ანალიტიკურ - კვლევით პროექტებში ჩართვას და ტრენინგს მომსახურების სფეროსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟირების კურსის დასრულებისას სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

 წარმატებულ სტუდენტებს ეძლევათ ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა.

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge;