საერთაშორისო სტუდენტური კვლევითი კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სტუდენტური კვლევითი კონფერენცია

დაიწყეთ თქვენი კარიერა ახლა! აკადემიურ სფეროში კონფერენციებში მონაწილეობის მიღება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამუშაო გამოცდილება.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს საკონფერენციო კვლევითი ნაშრომების მიღებას საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის. ბაკალავრიატის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ნაშრომები წარადგინონ შემდეგი მიმართულებებით:  

  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • სამართალი;
  • საჯარო ადმინისტრირება;
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია);
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები (ჟურნალისტიკა და მას-კომუნიკაცია)
  • მედიცინა;

 

კონფერენციის სამუშაო ენები:

  • ქართული;
  • ინგლისური;

 

ერთდღიანი კონფერენცია გაიმართება 2020 წლის 30 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში (მისამართი: უნივერსიტეტის ატრიუმი, ენუქიძის 3, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, თბილისი, საქართველო).

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა;

 

კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;

 

გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:

  • საუკეთესო კვლევითი ნაშრომი;
  • ორიგინალური კვლევა;
  • საუკეთესო პრეზენტაცია;

 

სტუდენტური კვლევითი კონფერენციის ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამის ფორმატში (იხ. თანდართული ფაილი - „აპლიკაციის ფორმა GEO”).

 

მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნაშრომები უნდა წარმოადგინონ არაუგვინეს 2020 წლის 15 მარტისა (14:00 PM GMT)

 

ნაშრომის გამოგზავანა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: m.sulashvili@gruni.edu.ge

 

Subject-ის ველში მიუთითეთ – “International Student Conference”

 

გისურვებთ წარმატებას!