ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო დებატები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო დებატები

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2017 -ის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ახალგაზრდა მკვლევარებს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდა მკვლევარები და დოქტორანტები წარმოადგენენ ახალ სამეცნიერო მიგნებებსა და კვლევის შედეგებს, ისაუბრებენ სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე; გაიმართება სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია/აზრთა გაზიარება. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს დიალოგში და მონაწილეობა მიიღოს ინტერაქტივში. „ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო დებატები“ ითვალისწინებს ცნობილი მეცნიერ-მკვლევარების მოწვევას.

 

თემატიკა არ არის შეზღუდული.

 

მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge