Teen Academy

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Teen Academy

 

გახდი იურისტი

პროექტი გახდი იურისტი - 8 კვირიანი სასწავლო კურსია, პრაქტიკული ელემენტებით. მისი მიზანია თითოეულ თქვენგანს ხელი შეუწყოს პროფესიული ორიენტაციის ფორმირებაში, გაგაცნოთ სამართლის მეცნიერების არსი, გიჩვენოთ კავშირი სახელმწიფოსა და სამართალს შორის - რა არის კანონი და როგორ იქმნება ის, სამართლის რომელი დარგები არსებობს და რას შეისწავლის თითოეული.

აღნიშნული კურსის ფარგლებში შეიტყობთ საკუთარი უფლებისა და თავისუფლების დაცვის მექანიზმების შესახებ, რომელიც საჭიროა ნებისმიერი მოქალაქისათვის. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგცემთ ერთმანეთისგან გამიჯნოთ კერძო, სისხლისა და საჯარო სამართალი, მეტი გაიგოთ სასამართლო სისტემის, სასამართლო ინსტანციებისა და განსჯადობის შესახებ.

პროექტის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერთიფიკატი და 5% ვაუჩერი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში 15% დაემატება.

 

გახდი იურისტი

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა : 25 თებერვალი

პროექტში მონაწილეობა: უფასო

პროექტის ჩატარების თარიღი: (4-11-18-25 მარტი, 1-8-15-22-29 აპრილი)

პროექტის ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი 13კმ (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“)

 

 

 

გახდი პოლიტიკოსი

22-23-24-25 თებერვალს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შანსი მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში და თავისი წვლილი შეიტანონ ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან.

 

სპეციალური სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ პროექტის ყველა მონაწილე ჩაერთვება კანონშემოქმედებით პროცესში. კანონპროექტი, რომელიც გონივრული და რელევანტური აღმოჩნდება - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიიღებს, როგორც საკანონმდებლო წინადადებას, აქცევს საკანონმდებლო ინიციატივად და წარადგენს პარლამენტში განსახილველად.

 

ეს იქნება უნიკალური შანსი ყველა აბიტურიენტისათვის მოახდინოს თვითრეალიზება, მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები პოლიტიკურ საქმიანობაში, დარწმუნდეს მომავალი პროფესიის არჩევანის სისწორეში, და, რაც მთავარია, შეიტანოს თავისი წვლილი ადამიანის უფლებათა დაცვაში.

 

უნივერსიტეტისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ შეირჩევა გამარჯვებული ჯგუფი, რომლის თითოეული წევრი უნივერსიტეტისგან მიიღებს 3 000 ლარიან ვაუჩერს. მისი გამოიყენება შესაძლებელია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, 4 წლის მანძილზე, სწავლის საფასურის გადახდისთვის, ხოლო სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი და 5% ვაუჩერი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში 15% დაემატება.

 

პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.

პროექტზე რეგისტრაციის ვადაა 17 თებერვალი

 

გახდი პოლიტიკოსი

 

 

 

მედიაცია

8-9-10-11-12 თებერვალს Teen Academy -ის ფარგლებში იწყება პროექტი - მედიაცია

 

რა არის მედიაცია?

 

ბოლო პერიოდში, მედიაცია აქტუალური და პოპულარული გახდა ევროპაში. მორიგების ეს ფორმა აქტიურად ინერგება სამართლის პრაქტიკაშიც.

 

მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი - მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში.

 

ყველა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს მოხვდეს მედიაციის პროექტში და მოიპოვოს 100% საუნივერსიტეტო გრანტი ე.ი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, პირველ პრიორიტეტად მისი მონიშვნის შემთხვევაში, ისწავლოს უფასოდ ან მიიღოს ნაწილობრივი გრანტი, რაც ნიშნავს იმას, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მისი სწავლის საფასური განისაზღვრება მხოლოდ 2250 ლარით.

ყველა სხვა მონაწილეს კი გადეცემა სერთიფიკატი და 5% ვაუჩერი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში 15% დაემატება.

მედიაციის პროცესის დაწყებამდე მონაწილეთათვის ჩატარდება ტრენინგები.

გახსოვდეს - შენი მომავალი იწყება აქ !

 

მედიაცია

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 5 თებერვალი

პროექტში მონაწილეობა: უფასო

პროექტის ჩატარების თარიღი: 8-9-10-11-12 თებერვალი

პროექტის ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი 13კმ (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“)