გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის დოქტორანტის გიორგი ლაცაბიძის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: “წინასასამართლო სხდომის როლი მტკიცების პროცესში“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა სამართლის დოქტორი, პროფესორი თამარ სადრაძე. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა, გიორგი ლაცაბიძეს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.
