გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის დოქტორანტის გიორგი ძინძიბაძის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „სასამართლო ბალისტიკური კვლევა: კანონმდებლობის და მეთოდოლოგიის შესაბამისობა“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა სამართლის დოქტორი, პროფესორი გია დეკანოზიშვილი.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა, გიორგი ძინძიბაძეს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.
