გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სასწავლო დისციპლინის - „საპროცესო უნარ-ჩვევები სისხლის სამართალში (პრეკლინიკა)“ - ფარგლებში, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
სამართლის მიმართულების სტუდენტებმა, პროფესორ ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, პროცესზე განიხილველად წარმოადგინეს უფლებამოსილების განხორციელების დროს ქალის მიმართ ძალადობის ფაქტი, მოირგეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა როლები და პრაქტიკულად წარმართეს სასამართლოს სხდომა.
სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ, პროფესიულ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გამოიყენონ, განივითარონ სამართლებრივი არგუმენტაციის, ანალიზის, საჯარო გამოსვლისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროფესორმა ეკა ბესელიამ შეაჯამა სტუდენტების ნამუშევარი, შეაფასა მათ მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი პოზიციები და მონაწილეებს თავისი რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარა.
