2025 წლის 23 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების ინფორმირებას სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ლევან ხეცურიანმა და ოფისის თანამშრომლებმა პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს გააცნეს კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებისა და საგრანტო მხარდაჭერის ძირითადი მოთხოვნები, გრანტის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები, კერძოდ, განიხილეს:
- „ევროპის კვლევების საბჭოს დაფინანსების შესაძლებლობები“ - ეკატერინე სანაია - ევროპის კვლევის საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირი;
- „2025 წლის კონკურსები სვეტში "ინოვაციური ევროპა" - ანა გოლეთიანი - ევროპის ინოვაციების საბჭო და ევროპის ინოვაციების ეკოსისტემის/ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის/ ახალი ევროპული ბაუჰაუსების ეროვნული საკონტაქტო პირი;
- „ჯანმრთელობის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსები“ - ნიკოლოზ ვაჩაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოორდინატორი;
- „კლიმატი, ენერგია და მობილობა, სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო" - მაკა ჟორჟოლიანი - მეხუთე და მეექვსე კლასტერების ეროვნული საკონტაქტო პირი;
- „გაფართოების ჰორიზონტალური სვეტი, კონკურსი Hop-On, ERA-ს კონკურსების მიმოხილვა" - ნინო როდონაია - მონაწილეობის გაფართოება და ევროპის კვლევითი სივრცის გაფართოების ეროვნული საკონტაქტო პირი;
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა „ჰორიზონტი ევროპას“ წარმომადგნელებს ამ შესაძლებლობისათვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ "ჰორიზონტი ევროპას" სპეციალური წარმომადგენელი GRUNI - ში, სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გოჩა ოჩიგავა (საინფორმაციო სემინარის ორგანიზატორი) სამეცნიერო პერსონალსა და დოქტორანტებს სისტემატურად გააცნობს ინფორმაციას ახალი პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ.
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
საპრეზენტაციო მასალით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრს.