კანადელი ლექტორი - გრუნიში

კანადელი ლექტორი - გრუნიში

კანადელმა ლექტორმა - მატილ ბერტრანმა, დაასრულა სასწავლო კურსი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.

 

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, მატილდი, როგორც native speaker-ი, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს გრუნიში, სტუდენტებთან ატარებდა ფრანგული ენის სახალისო ლექციებს, ეხმარებოდა მათ ფრანკოფონიული ღონისძიებების მომზადებაში, ხელმძღვანელობდა საინტერესო აქტივობებს.

 

საფრანგეთთან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ზოგადად, ფრანკოფონიისადმი უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ინტერესის გამო, მატილდმა გამოთქვა სურვილი 2025-2026 სასწავლო წელსაც იმუშაოს გრუნის ახალგაზრდებთან.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის მონრეალელ კოლეგას ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის პოპულარიზაციის მიზნით გაწეული შრომისთვის!