2025 წლის 22 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში, ეწვია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გრუნის პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები, განიხილეს გლობალიზაციის ტრანსფორმაცია, სავაჭრო ომები და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები.
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ცვლილებების თავისებურებების შესახებ, რომლებიც უმთავრესად გლობალიზაციის ტრანსფორმაციით არის განპირობებული.
აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა შეცვალა გლობალიზაციისა და, ზოგადად, მსოფლიო წესრიგი.
ეკონომიკის გლობალიზაციის კონტექსტში შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს გრძელვადიანი განვითარების მიმართულებები, გამოწვევები და სავარაუდო შედეგებიც.
განსახილველმა საკითხმა შეხვედრის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. სტუმარმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.