იტვირთება...
საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეული ქალაქ რენში

საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეული ქალაქ რენში


2025 წლის 19-25 მაისს საფრანგეთის ქალაქ რენში გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეული.

 

რენის უნივერსიტეტთან გაფორმებული კონსორციუმის ფარგლებში, ფრანგულმა მხარემ კვირეულზე მიიწვია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დელეგაცია: საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის დირექტორის - თამარ თავხელიძის, საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის კოორდინატორის - თამარ გაგოშიძისა და მედიცინის სკოლის დეკანის - ანა თეგეთაშვილის, შემადგენლობით.

 

კვირეული მოიცავდა ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების განხილვას, ტრენინგებს, სემინარებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდმა, კვირეულის ფარგლებში, პარტნიორებთან განიხილა ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

 

კვირეულის ყველა მონაწილეს გადაეცა რენის უნივერსიტეტის სერტიფიკატი.