მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში - Case Reports in Dentistry (გამომცემლობა - Wiley and Sons), გამოქვეყნდა გრუნის პროფესორის - გიორგი დუღაშვილის, თანაავტორობით მომზადებული სამეცნიერო სტატია: „სტომატოლოგიური შემთხვევების ანგარიშები“.
კლინიკური (სტომატოლოგიური) შემთხვევების ანგარიში მესამე სტატიაა, რომელიც ამ ავტორიტეტულ პლატფორმაზე გრუნის სახელით იბეჭდება.
სტატიაში განხილულია იშვიათი შემთხვევა - ზედა ყბის სინუსში აღმოჩენილი დიდი კბილისებრი კისტა, რომელიც დაკავშირებულია ზედა ყბის მესამე მოლარის ექტოპიასთან.
სტატიის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://doi.org/10.1155/crid/2436615
Giorgi Dugashvili, "A Rare Case Report of a Large Dentigerous Cyst in the Maxillary Sinus Associated With an Ectopic Maxillary Third Molar," Case Reports in Dentistry, vol. 2025, Article ID 2436615, 8 pages, 2025.