სამართლის სკოლის დოქტორანტის სოფიო კილაძის დისერტაციის საჯარო დაცვა

სამართლის სკოლის დოქტორანტის სოფიო კილაძის დისერტაციის საჯარო დაცვა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის სოფიო კილაძის დისერტაციის დაცვა თემაზე: ბავშვის საუკეთესო ინტერესები: განუსაზღვრელობა საერთაშორისო სამართალში და განხორციელება ქართულ კანონმდებლობაში“.

 

დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ: სამართლის დოქტორი, პროფესორი გოჩა ოჩიგავა და სამართლის დოქტორი, პროფესორი ღასან ხალილი.

 

საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - სოფიო კილაძეს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.