იტვირთება...
მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე (გარდა კვირისა), 202-აუდიტორიაში.

 

მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განაცხადი (ივსება ადგილზე);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
  4. ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
  5. სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
  6. CV თანდართული ფორმით;
  7. რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი.

 

შენიშვნა:

  • მხოლოდ 2024-25 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის, დიპლომის არქონის შემთხვევაში, შეიძლება ცნობის წარმოდეგენა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.
  • კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია;
  • იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება:

 

 რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22

მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

გაითვალისწინეთ! რეგისტრირებულად ჩაითვლებით მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდის შემდეგ.

 

ა. სამართლის სკოლა - კანდიდატი უფლებამოსილია გასაუბრება გაიაროს არჩევითი მიმართულებით. საკითხები იხილეთ:

  1. საჯარო სამართალი;
  2. კერძო სამართალი;
  3. სისხლის სამართალი.

ბ. ბიზნესისა და მართვის სკოლა-ბიზნესის ადმინისტრირება საკითხები იხილეთ;

გ. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა ციფრული მმართველობა - საკითხები იხილეთ;

დ. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:

  1. მასობრივი კომუნიკაცია - საკითხები იხილეთ;
  2. კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება - საკითხები იხილეთ;

 

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული ტესტირება/გასაუბრება ყველა პროგრამაზე, შესაბამის სკოლებში ჩატარდება:

გასაუბრება სპეციალობაში - 2025 წლის 12-13სექტემბერი

ტესტირება უცხო ენაში - 2025 წლის 15 სექტემბერი

 

ტესტირება უცხო ენაში ტარდება:

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ და გერმანულ ენებში;

მასობრივი კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ და ფრანგულ ენებში.;

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში;

ციფრული მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში;

კლინიკური ფსიქოლოგიისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში.

 

უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

უცხო ენის ტესტის ნიმუში (ანალოგიურ საკითხებს შეიცავს გერმანული და ფრანგული ენების ტესტი).

 

გამოცდის შედეგები გამოქვეყნება - 2025 წლის 17 სექტემბერს;

აპლიკანტი უფლებამოსილია გაასაჩივროს გასაუბრების/ტესტირების შედეგები გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის - 2025 წლის 19 სექტემბერიდან 24 სექტემბრის ჩათვლით.

 

25,26,29,30 სექტემბერს- აკადემიური რეგისტრაცია.

სასწავლო პროცესი იწყება 1 ოქტომბერს.

 

რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ - არაუგვიანეს 2025 წლის 1 ოქტომბრისა.

 

საკონტაქტო პირი:

 

ხატია მარკოზაშვილი

ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge

 

დავით თარაშვილი

ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;

ტელ: +995 32 38 44 06 (126)