პროფესიული განვითარების ტრენინგი

პროფესიული განვითარების ტრენინგი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გრძელდება პერსონალის პროფესიული განვითარების ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი.

 

2024 წლის 14 ივნისს გაიმართა რიგით მეექვსე ტრენინგი თემაზე: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები, ემოციური ინტელექტი, რომელსაც უძღვებოდა თენგიზ თაქთაქიშვილი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.

 

ტრენინგის მიზანი იყო აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს გაეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება-სწავლის მეთოდების და შეფასების სისტემის შესახებ.

 

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება-სწავლის პროცესის მნიშვნელობაზე, ემოციური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობებზე, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებისა (PBL) და დავალებაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) პრინციპებზე, პროფესორ-მასწავლებელთა კომპეტენციებზე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისათვის, სტუდენტების პროგრესის გაზომვის მეთოდზე (კომპეტენციების საიდენტიფიკაციო კითხვარი).

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი ონლაინ ფორმატით, სულ 30-მდე დოქტორანტი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.