დასაქმების პლატფორმა Sfero.ge-ს შეხვედრა სტუდენტებთან

დასაქმების პლატფორმა Sfero.ge-ს შეხვედრა სტუდენტებთან


მიმდინარე წლის 10 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, დასაქმების პლატფორმა Sfero.ge-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - სანდრო ბოლქვაძე, ეწვია სტუდენტებს.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში და მოწვეულმა სტუმარმა 400-ზე მეტი ვაკანსიისა და დასაქმების სხვადასხვა (მათ შორის, საზაფხულო) პროგრამის შესახებ გაუზიარა ინფორმაცია ახალგაზრდებს.

 

შეხვედრაზე აღმასრულებელმა დირექტორმა დასაქმების პლატფორმის - „სფერო“, შესახებაც წარმოადგინა ინფორმაცია, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი სამსახურმა გიპოვოს თავად და არა პირიქით.