გრუნიმ მემორანდუმი გააფორმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან Libra-Alliance

გრუნიმ მემორანდუმი გააფორმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან Libra-Alliance


2022 წლის 29 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან Libra-Alliance.

 

თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების ცენტრის დაფუძნებას, რომელიც ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.

 

თანამშრომლობა დაეფუძნება, ერთი მხრივ, Libra-Alliance-ის ბიზნესადმინისტრირების გამოცდილებას, მეორე მხრივ, გრუნის ინსტიტუციურ პლატფორმასა და კავშირებს ეროვნულ დონეზე.

 

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას, ამ მიზნით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებას, კერძოდ:

 

  • ითანამშრომლებენ მიმდინარე და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირების მიზნით;
  • მოამზადებენ მდგრადი ბიზნესადმინისტრირების პროგრამებს, (სასერტიფიკატო) კურსებს, ტრენინგებს როგორც აკადემიურ, ისე სხვა დონეზე;
  • მიზნად ისახავენ დაარეგისტრირონ ახალი პროგრამები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აფილირებულ ორგანიზაციებში, განათლების პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მართვის პრინციპის პლატფორმასა (PRME) და გლობალურ ქსელში (GC).

 

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, განაცხადა, რომ ამგვარი თანამშრომლობა პირველ რიგში ქვეყნის, ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებაზეა ორიენტირებული და ამდენად, მნიშვნელოვანია მომავალი თაობის აღზრდის თვალსაზრისითაც.

 

Libra-Alliance-ს ხელმძღვანელმა, დოქტორმა მეჰდი მაჯიდიმ, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციისა და სტრატეგიული განვითარების მიზნით.

 

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.