განათლების საერთაშორისო გამოფენა სტუდენტებისთვის

განათლების საერთაშორისო გამოფენა სტუდენტებისთვის

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს გაიმართება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა.

 

გამოფენა ტარდება იმ სტუდენტებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

 

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

 

გამოფენა გაიმართება ზუმის პლატფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.

 

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3AiTY3F

 

რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.

 

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)

 

ჩატარების თარიღი და დრო: 2021 წლის 13 ნოემბერი; 12:00-დან 16:00-საათამდე

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3fOjVR7

 

Facebook ღონისძიება იხილეთ აქ