ახალი თანამშრომლობა Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში

ახალი თანამშრომლობა Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში, გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის Jan Dlugosz-ის უნივერსიტეტთან.

 

პროგრამა ითვალისწინებს საგაზაფხულო სემესტრში ეკონომიკის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტების მობილობას.

 

სწავლის, მოგზაურობისა და ყოველდღიური ხარჯები სრულად ფინანსდება.

 

Erasmus+ -ის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესის სკოლის პროფესორ - მასწავლებლებსაც. მათი მივლინება მოიცავს ერთ კვირას, საშუალება აქვთ წაიკითხონ ლექციები Jan Dlugosz-ის უნივერსიტეტში. ლექტორების მივლინებაც სრულად ფინანსდება.

 

სტუდენტებისა და ლექტორების ინგლისური ენის დონე განისაზღვრება BB2 დონით.

 

ინგლისურ ენაში გასაუბრება გაიმართება ინდივიდუალურად, ონლაინრეჟიმში.

 

ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში, 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურს ამის შესახებ მეილზე: international@gruni.edu.ge

 

სტუდენტებმა მეილში მიუთითეთ, სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, სწავლის მიმართულება.

 

ლექტორებმა - სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და CV

 

P.S. პროგრამა არ ითვალისწინებს პირველკურსელების მობილობას.